ფიქრია ჩიხრაძე: დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია
12-10-2016, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია", - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

 


მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილება პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობისა და საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული.

 

 

"კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის შედეგად მიღებული, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული და საერთოდ ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი, რომ ამ პრობლემებზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს აპელირება მმართველი ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი