ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე სააარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და სხვა საკითხები.
,,ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რითიც საქართველოში IRI-ს ოფოსია დაკავებული. მე მათ მადლობა მოვახსენე იმ ძალიან დიდი დახმარებისთვის, რასაც გვიწევენ პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს განვითარებისთვის და შევთანხმდით, რომ ძალიან მალე, მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც მათაც აინტერესებთ და ქართველ ქართველ ხალხსაც - საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც ჩაერთვება. ის, რომ ჩვენი მოქმედი საარჩევნო სისტემა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქნა დანერგილი არის დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო, IRI-ი ამას ყოველთვის ამბობდა, ამას ეუბნებოდნენ მიხეილ საააკაშვილის ხელისუფლებასაც და გვეუბნებიან ჩვენც. წინა ხელისუფლება ამ შენიშვნას, თუ რეკომენდაციას არასერიოზულად უდგებოდა და დღემდე შეგვრჩა ის სისტემა რაც გვაქვს. ჩვენ ვაპირებთ უფრო ყურადღებით მოვისმინოთ ასეთი რეკომენდაციები. ეს ეხება ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასაც. ისინი ჩვენ არაფერს მოგვთხოვენ, უბრალოდ გვეუბნებიან თავიანთ პოზიციას, კერძოდ იმას, რომ ასეთი სისტემა მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. წინა ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო, ჩვვე შევეცდებით გამოვასწოროთ“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.