საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილი პერსონალურად არ მოსწონს.
"რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" ჩიხრაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილი "არ არის უსიტყვო მორჩილი" - სწორედ ამით ხსნის ჩიხრაძე ყოფილი პრემიერის დამოკიდებულებას პრეზიდენტისადმი.
"ლაპარაკია არა სისტემურ ცვლილებებზე და უფრო მეტ გაწონასწორებულობაზე, არამედ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილი და არ მოსწონს არა იმიტომ, რომ რამე სტრეტეგიული კითხვებია ერთმანეთთან აცდენილი, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის, ან სხვა რამის თვალსაზრისით, არამედ იმიტრომ, რომ აღმოჩნდა, გიორგი მარგველაშვილი არ არის უსიტყვო მორჩილი შემსრულებელი იმ ყველაფრის, რაც შეიძლება მოისურვოს ერთმა ადამიანმა",- განაცხადა ჩიხრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.