ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, რომელსაც ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, 40,04% აქვს არჩევნებზე მიღებული, მის ოლქში გაბათილებული 1 100-ზე მეტი ბიულეტენიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ხმა მისთვის ჰქონდათ მიხცემული და ამან დაახლოებით 5% დააკლო.
ამის შესახებ კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებმა გამოხატა ძირითადად ქართველი ხალხის ნება, არჩევნები შედგა და ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„გარკვეული პოლიტიკური ძალების წევრების გარდა ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, ამას საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამდენი მეორე ტური რომ დაინიშნა, ეს ადასტურებს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო ოლქს, მე მთელი საარჩევნო კამპანია ოპონენტების პატივისცემის ატმოსფეროში ჩავატარე და ასე ვაპირებ მომავალში. პოლიტიკა არ არის პიროვნული ანგარიშსწორების ადგილი. ჩემს ოლქში 1 100- ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ მისი ხმები იყო, მაგრამ სინამდვილეში 1 000-ზე მეტი ჩემი ხმა იყო“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა და დასძინა, რომ მეორე ტურში მის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ის შედეგი, რაც მივიღე, იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ მე მოვიპოვებ გამარჯვებას“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან ყველა ოლქის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, 32 ოლქში მეორე ტური გაიმართება, 19-ში კი არ გაიმართება.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება პირველ და მეორე ადგილზე გასულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის და ყველა იმ ოლქში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქს ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში 43 უბნიდან 43 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, კობა ნარჩემაშვილს 40,04% აქვს; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი წერეთელს კი - 37,6%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.