"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გაგდებულია.
ბერძენიშვილის აზრით, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ სააკაშვილის "პოლიტიკური გულუბრყვილობა და უმწიფარობა" ერთად გამოიყენეს. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის განცხადებით, ამას ადასტურებს ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცენტი არჩევნებში მრავალპარტიულობის ნაცვლად, ივანიშვილის მიერ შექმნილ "მტრის ხატზე" გააკეთა.
"მრავალპარტიულობაზე კი არ გააკეთა აქცენტი დათო ბაქრაძემ, ან გიგა ბოკერიამ, მათ აქცენტი გააკეთეს მტრის ხატზე. ისინი აყვნენ თამაშში ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოიყენა ორივემ მიხეილ სააკშვილის პოლიტიკური გულუბრყვილობა და უმწიფარობა. სააკაშვილს დაავიწყდა პოლიტიკა, მისი პარტიის მძევალია და უკვე გაგდებულია თავის პარტიიდან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების "საფრთხე" არსებობს, ამომრჩეველმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ისე უნდა გააკეთოს, რომ "ბიძინა ივანიშვილის არაკვალიფიციურმა კონგლომერატმა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს".
„თითქმის 50 მეორე ტურში, კონკრეტულ ოლქში, კონკრეტული ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში კობა ნარჩემაშვილი, თუ გიგი წერეთელი, აქ მე კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ ვარ. რომ ვიყო ქუთაისის იმ ოლქის ამომრჩეველი, ხმას მივცემდი ნარჩემაშვილის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მანამდე „მოქალაქეთა კავშირის“ წინააღმდეგ ბრძოლის იმხელა უწყვეტი გამოცდილება არ აქვს, რაც გვაქვს „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან ჩვენ მოქალაქეთა კავშირიდან ამოზრდილები არა ვართ. 90-იან წლებში ზოგი "მოქალაქეთა კავშირიდან" ამოიზარდა, ზოგი სხვა დროს ამოიზარდა....
იმ ადგილებში, სადაც იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“, თუ რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი, აგერ მეორე ტურში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელია, დაუჭირეთ მხარი უკეთეს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად მოგვცემენ საშუალებას, რომ არ იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ხელში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.