ზუგდიდის #66 ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს იმედი აქვს, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შემდეგ გაიმარჯვებს.
ამის შესახებ მან გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, ამიტომ ჯერ ჩემთან პირველი ტური ისევ არ დასრულებულა. 22 ოქტომბერს ჩატარდება ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ პირველივე ტურში. სხვაობა არის ძალიან მცირე, თუმცა მე ამ სხვაობასაც არ მჯერა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ Guardian.ge-ს განუცხადა, საოლქო საარჩევო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ზუგდიდში, ჯიხაშკარის და განმუხურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართოს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დანიშნული არ არის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში 49 უბნიდან 49 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ედიშერ თოლორაიას აქვს 47,13%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატს, სანდრა ელისაბედ რულოვსს - 45,79%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.