კახა შარტავა: ბევრი დაშინდა, ბევრი გაიყიდა, ბევრი სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის თანამონაწილე გახდა - ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის
12-10-2016, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს. როგორც შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის".

 

 

შარტავას აზრით, არჩევნებმა "გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის" მეთოდებით ჩაიარა და აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ "ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის".

 

 

„სრულდება არჩევნები და გილოცავთ, თუმცა არის შედეგები, რომელსაც არ გილოცავთ და ვერ მოგილოცავთ. არის შედეგები, რომელთა შეცვლას, ალბათ, ჩვენ ცალ-ცალკე ვერ შევძლებთ. არის შედეგები, რომელთა გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე თანდათან გამოჩნდება.

 


სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ათასობით, ათიათასობით ნამდვილი ხმა ისე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, რომ თითქოს ვერც კი მიედავები. ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული: გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის. მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია. ეს ბათილი ბიულეტენები რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და მათ შორის, ათასობით „ეროვნული ფორუმის“ ხმა. ათასობით და ათიათასობით ხმა გადაალაგა სისტემამ ყველა მეთოდის გამოყენებით და ეს მოახერხა სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის. ბევრმა თავი გაიმართლა იმით, რომ დაშინდა; ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს აუცილებლად ათმაგად ამოიღებს და მთლიანად ჩაიგდებს ხელში ქვეყნის რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა დ ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა ცალმხრივი არჩევანით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას. ვიღაცას ძალიან უნდოდა რატომღაც, რომ „ეროვნული ფორუმი“ ნულზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმა ვერ ვივარგეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში“, - განაცხადა კახა შარტავამ.

 

 

შექმნილი ვითარებიდან კახა შარტავა გამოსავალს ახალი ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბებაში ხედავს.

 

 

„ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, - აღნიშნა კახა შარტავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი