„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
„ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, - აღნიშნა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის".
"ბევრმა თავი გაიმართლა იმით, რომ დაშინდა; ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს აუცილებლად ათმაგად ამოიღებს და მთლიანად ჩაიგდებს ხელში ქვეყნის რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა დ ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა ცალმხრივი არჩევანით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას. ვიღაცას ძალიან უნდოდა რატომღაც, რომ „ეროვნული ფორუმი“ ნულზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმა ვერ ვივარგეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში“, - განაცხადა კახა შარტავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.