ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და  არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს
12-10-2016, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,  სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.

 

 

მისი განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, არ შეამცირა ბიუროკრატია, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო, როგორც „ერთადერთი პროდასავლური ძალა“ და ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა კი ყოველივე ეს გამოიყენა და ახლა აქვს დიდი შანსი, მომავალ პარლამენტში  საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

 

 

„მე არ მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე „რამაზ ნიკოლეიშვილი“ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა. ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მა არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა ადმინისტრაციული რესურსი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო, როგორც „ერთადერთი პროდასავლური ძალა“ პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

 

 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს და „ქართული ოცნება” აპირებს საქართველო ევროპას მოწყვიტოს.

 

 

„გირჩის“ ლიდერის თქმით, ის აპირებს არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ.

 

 

„მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს. მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის „ოცნებისთვისაც“, მიუხედავად იმისა, მოგწონს „ოცნება“ თუ არა. აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. „გირჩის“ წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო. მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი