პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარია ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია "რედკოს" მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველ ფაზაზე, რომელიც 10 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებს.
5-წლიანი გეგმის ფარგლებში უნდა აშენდეს 26 ნაგებობა, რომელთა შორისაც იქნება ისეთი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა, როგორებიც არის "შერატონი" და "რედისონი".
ამასთან, " რედისონი" 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად, პროექტში ცვლილებები შევიდა და საერთაშორისო ბრენდი 200-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც 2017-2018 წლების ზამთრის სეზონისთვის უნდა დასრულდეს.
განვითარების გეგმის პირველი ეტაპი ასევე მოიცავს 2400-მეტრიანი, 6-კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს.
"ქვეყნის ტურისტული განვითარებისათვის მთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს. მათ შორის, სამი საბაგირო შენდება გუდაურში. ჯამურად ეს არის 23 მილიონის ინვესტიციები, რაც დაეხმარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას. დღეს გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც. რაც ყველაზე სასიამოვნოა, კანადურმა კომპანია "ეკოსაინმა" შეიმუშავა გუდაურის განაშენიანების გეგმა, რომელსაც მალე მივიღებთ, როგორც ნორმატიულ აქტს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სწორად და გრძელვადიანად განვავითაროთ კურორტი. ეს გეგმა განსაზღვრავს, თუ სად და როგორი უნდა იყოს სათხილამურო ტრასები, როგორი უნდა იყოს განვითარებული საბაგიროები და სასტუმრო კომპლექსები, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.