ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში ათეული წლების შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედოვე სტანდარების შენობა სოფელში გასულ წელს აშენდა და მისი ინვენტარით აღჭურვა ადგილობივი ხელისუფლების დაფინანსებით მიმდინარე წელს განხორციელდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
დღეს შენობა საბავშვო ბაღების გაერთინების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
"ძეძილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წლებია ეს პრობლემა დგას და, სამწუხაროდ, აქ მცხოვრები პატარები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებდნენ. შენობა გასულ წელს ავაშენეთ და წელს უკვე შესაძლებელი გახდა ბავშვების პირველი ნაკადის მიღება. მინდა წარმატებები ვუსურვო პედ-კოლექტივს, ტექ -პერსონალსა და ყველა აღსაზრდელს. ჩვენ , ადგილობრივი ხელისუფლება , ძალისხმევას არ დავიშურებთ , რომ მათ შესაბამისი სააღმზრდელო პირობები შევუქმნათ" - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვასილ ჩხენკელმა.
2016-2017 სასწავლო წელს ძეძილეთის საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 20-მდე აღსაზრდელი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.