"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ამომრჩეველი და ყველა "გონიერი პოლიტიკოსი" "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების წინააღმდეგ გამოვიდეს.
„ყველა ამომრჩეველი, ვინც არ არის მზად მიიღოს მოცემულობა, რომ საკუთრებაში წაიღოს ივანიშვილმა ქვეყანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, ბუნებრივია, არჩევანი უნდა გააკეთოს ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და ყველა გონიერი პოლიტიკოსიც, ბუნებრივია, ასე უნდა იქცეოდეს.
ამიტომ ეს არ არის ის არჩევნები, რომელიც მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ანაღვლებდეს და მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებულ ოპოზიციურ გაერთიანებას. ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, მეორე ტური მაქვს მხედველობაში, რამდენადაც შეიძლება ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში თუ მოისურვა მაგალითად შეიძლება თბილისს გადაარქვას სახელი. ან შეუძლებელი მაგალითად დღეისთვის, გახადოს შესაძლებელი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო ყუთებთან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.