ნინო ბურჯანაძე: „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ ერთმანეთთან შეთანხმებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ხმები გადაინაწილეს
12-10-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე იყო გაცემული ბრძანება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რათა არჩევნებზე მისულიყო არანაკლებ 1 800 ათასი ადამიანი და ასევე ბრძანება იყო გაცემული, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას არავითარ შემთხვევაში არ გადაელახა ბარიერი.

 

 

ამის შესახებ მან „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„ზუსტად ვიცი, ვინც შეეკამათა ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, რომ ჩვენი პარტია 6%-ს ყველა ვარიანტში აიღებდა და პასუხიც ვიცი: ,,შენ თუ ამის გაკეთების თავი არ გაქვს, მაშინ გაიწიე გვერდზე და ამას ისინი გააკეთებენ, ვისაც ეს შეუძლია. ბურჯანაძე პარლამენტში არ უნდა იყოს“. მე კი შევეჩვიე იმას, რომ გაუგებარი თუ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი, თავისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან, მიშა სააკაშვილზე და „ნაციონალებზე“ უფრო მეტად რომ ბურჯანაძეს ებრძვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამჯერად, უფრო დაიმედებული ვიყავი, რომ ტოტალურ გაყალბებაზე და ტოტალურ ფალსიფიცირებაზე ეს ადამიანები არ წავიდოდნენ და მართლაც ექნებოდათ მცდელობა, რომ არჩევნები, მეტ-ნაკლებად, ჩარჩოებში ჩამჯდარიყო. ასეთ შემთხვევაში, გამომდინარე მოსახლეობის იმ მხარდაჭერისა (პრაქტიკულად 200 ათასი ადამიანის), „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ უნდა მიეღო მინიმუმ 10% და იმ სწორი პროგრამის შედეგად, რაც პარტიამ შეთავაზა მოსახლეობას, 15%-მდეც უნდა ასულიყო. აჭარაში - 7%-მდე, ხოლო დანარჩენ საქართველოში სავარაუდოდ 8-10 %-მდ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ ერთმანეთთან შეთანხმებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ხმები გადაინაწილეს.

 

 

„დაახლოებით ასეთი შეთანხმება იყო: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეემჩნია „ქართული ოცნების“ კარუსელი და პირიქით - „ოცნებას“ ყურადღება არ უნდა მიექცია „ნაციონალების“ ქმედებებისთვის. ბოკერია და ივანიშვილი შეთანხმდნენ და სააკაშვილის შუადღის განცხადება, აღარ მოვდივარ საქართველოშიო, ამის ნათელი დადასტურება იყო. მაგრამ ივანიშვილმა ის ვერ გათვალა, რომ კი შეუთანხმდა „ნაციონალებს“, მაგრამ სააკაშვილი, რომელიც კლასიკური ტიპის ,,გადამგდებია“ (თუმცა, ივანიშვილს ასეთი რამ არ უნდა უკვირდეს), საღამოს გამოვარდა და გამოაცხადა, უფრო მეტი ხმა მქონდაო. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ ბურჯანაძე არ გაძლიერებულიყო პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა იმიტომ კი არა, რომ მას ჩემი პრორუსულობა არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ლოგიკურად მოაზროვნე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი