კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საკეციაში ყურძნის კრეფის პროცესს დაესწრო. ასევე, ლევან დავითაშვილი სოფელ ბუგეულში ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაშიც იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევნახეებს გაესაუბრა და ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო.
„დღეისათვის რაჭაში 100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. რთველი, კახეთის რეგიონის მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმშიც ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, მოსავალის დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია „სახვანჭკარე“ ჯიშების (ალექსანდროული, მუჯურეთული) ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის კონტროლის მექანიზმები, გაკონტროლდება თითოეული ავტომობილი, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 15 ღვინის კომპანია.
საწყის ეტაპზე გახსნილი იქნება 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.