ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიესალმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ქვეყნებს, აყვავებისთვის და კეთილდღეობისთვის, სჭირდებათ პოლიტიკური და მედია პლურალიზმი. აშშ დასახმარებლად მზად არის“, - აცხადებს იან კელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.