საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სენატორი ჯო დონელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ავტომანქანები დაათვალიერებინა, რომელთა მეშვეობითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და შესაძლო წყაროების გამოვლენა ხდება.
ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა ჯო დონელიმ და დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ეროვნული ანალიტიკური ცენტრი მოინახულეს, რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დამონტაჟებული რადიაციული პორტალების შედეგების ანალიზს უზრუნველყოფს. სტუმრებმა, ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სადახლო“ და საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა და ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.