„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი პრემიერ მინისტრს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართავს, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთონ.
მისი თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა.
„იმ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ქუთაისში სახელისუფლო პარტიის კანდიდატის მხრიდან ორ თემაზე გაკეთდა: ერთი ეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. „ქართული ოცნება“ პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება. ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს. პრემიერ მინისტრსა და „ქართული ოცნების“ უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა“,-განაცხადა წერეთელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ასევე გაბათილებული ბიულეტენების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს, რაც ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია.
„მეორე თემა კი გაყალბება და გაბათილებული ბიულეტენებია. ძალიან კარგია, რომ „ოცნების“ კანდიდატმა ჩვენს ოლქში არჩევნების გაყალბება დაადასტურა. ამ შემთხვევაში ათასზე მეტ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც გაბათილდა. ორი დღის წინ გადათვლის თაობაზე შევიტანეთ საჩივარი. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს. ეს ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია“,-თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.