„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი ბრძოლას განაგრძობენ მე–2 ტურებშიც, იმის მიუხედავად, რომ "აჭარაში არჩევნები გაყალბდა", რის მტკიცებულებადაც პარტიის წევრებმა ოფისში ვიდეო მასალები წარმოადგინეს, რომელზეც, მათი თქმით, ამომრჩევლის მარკირება არ ხდებოდა. ვარშალომიძის მტკიცებით კი, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები 5–ნომრიან ბიულეტენებს აფუჭებდნენ.
„არჩევნები აჭარაში გაყალბდა და უამრავი მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ, ვიდეოებიც, ოქმები და ჩანაწერები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ჩვენს უკან უამრავი ამომრჩეველია და ჩვენ ხმებს დავიცავთ ბოლომდე. როგორც იცით, 25 ათასამდე ბიულეტენი გაუქმდა აჭარაში და ეს ხელოვნურად მოხდა, ამის ვიდეო მტკიცებულება გვაქვს. ხვალ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, რადგან ოლქში ამ საკითხების განხილვა ცირკად გადაიქცა”, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 45% მიიღო, ხოლო მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 29.7%-ით. 5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობისა“ (5.09%) და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“( 5.7% ).
უსკო-ს ცნობით, არსებულ წინასწარ მონაცემებზე, დაყრდნობით, სავარაუდოდ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერცერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.