მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის პარტიაში რჩება, თუმცა რეორგანიზება მოხდება.
როგორც მან ჟურნალისტებს თათბირის დაწყებამდე განუცხადა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მალე ყრილობის ჩატარებას გეგმავს.
„მოხდა დიდი რამ - ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მომავლის პარტია, რომელიც მომავალ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევძელი და ახალი, ჯანსაღი ძალა შემოვიყვანე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არის საქართველოს მომავალი. მე ვრჩები ამ პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება და ჩვენ ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში. ახლა თათბირი მიმდინარეობს, კოალიცია ჯერჯერობით არის და ალბათ იქნება იმიტომ, რომ ეს ყველას აწყობს. დღეს საქართველო არის ღრმა კრიზისში, საიდანაც ჩვენი მოძრაობა გამოიყვანს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.