საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთანე ერთად, დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.
დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.