იური ნოზაძემ და აშშ-ის სენატორმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონული ლაბორატორია დაათვალიერეს
12-10-2016, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და აშშ-ის სენატორმა, ჯო დონელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონული ლაბორატორია დაათვალიერეს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ განხორციელებულ სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მარნეულის ლაბორატორიის შენობა DTRA-ს მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა.

 

 

„მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე გავლილი აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელია ბიზნესოპერატორებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის საერთაშორისო სერვისის ადგილობრივ დონეზე შეთავაზება.

 

 

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ ლაბორატორიების აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები, მარნეულის გარდა, საქართველოს კიდევ 10 რეგიონში განახორციელა.

 

 

ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა.

 

 

სისტემაში შედის როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

აშშ-ის სენატორმა, ჯო დონელმა სისტემაში შემავალი სამი უწყების კოორდინირებულ საქმიანობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„მინდა ხაზი გავუსვა ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას, რომლის შედეგადაც მოხდა ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ჩამოყალიბება. პარტნიორობის ფარგლებში მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით საშიში დაავადებების კვლევის მეთოდებზე. ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სისტემატური სწავლებები. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაავადებების აღმოჩენასთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება მისი გავრცელების პრევენციის მიზნით“, - აღნიშნა აშშ-ის სენატორმა.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ რეგიონში საერთაშორისო დონის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ასევე, აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს საზღვარზე, საკარანტინო პუნქტებში დაავადებების არსებობის რისკის შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევების პროცესში ჩაერთოს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

 

მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი