თბილისში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
12-10-2016, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფაგახსნა.

 

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორიალური დაფა, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან, კეკელიძის 16 ნომერში გაიხსნა.

 

 

სანდრო გირგვლიანის დედის სახლთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიკრიბნენ, რომელთაც დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა.

 

 

 

თბილისის მერმა ირინა ენუქიძის ღვაწლზე ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ირინა ენუქიძემ თავი სამართლიანობისთვის ბრძოლას შესწირა.

 

 

„ასეთი მემორიალური დაფა ქალაქში სხვაგან არსად გვაქვს, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული ბრძოლის სიმბოლო. ეს არის განსაკუთრებული თავგანწირვისა და სამართლიანობის სიმბოლო. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ იცოდეს იმ თავგანწირვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, რასაც ქალბატონი ირინა ემსახურა და რასაც მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი