გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ლეღვთახევში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალისტებმა ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი განახორციელეს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილზე გარკვეული კვლევის შედეგები განისაზღვრა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, უამრავ ახალ პროექტს ახორციელებს სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მისცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და განსაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები.
ექსპრეს-ლაბორატორიით მონიტორინგი თბილისის მასშტაბით კვლავ გრძელდება. მოძრავი ლაბორატორიის საშუალებით კვლევები უახლოეს მომავალში რეგიონებში განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.