საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრის სკოლებს, სადაც დევნილი და ეკომიგრანტი ბავშვები სწავლობენ, სპორტული ინვენტარი ჩაუტანა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ჭუბერისა და ნაკრის საჯარო სკოლების ფრენბურთის გუნდები, სპორტული ინვენტარის არ არსებობის მიუხედავად, გასულ წელს რაიონის ჩემპიონები გახდნენ და რეგიონალურ ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჭუბერისა და ნაკრის სკოლების მოსწავლეებისთვის ფრენბურთის ბადეები, ტენისის მაგიდები, ბურთები და სხვა სპორტული ინვენტარი გამოყო.
ჭუბერის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე, ხოლო ნაკრის სკოლაში 70-მდე ბავშვი სწავლობს, რომელთა დიდი ნაწილი დევნილი ან ეკომიგრანტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.