საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევილის მამულის სიმბოლური გასაღების გადაცემის ცერემონია გაიმართა
12-10-2016, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.

 

 

შეხვედრას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისა და ძალისხმევისთვის.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევილის მამული საქართველოს 25-წლიანი ისტორიული პროცესის დასრულების შემდგომ 2016 წლის 23 სექტემბერს დაუბრუნდა. პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ლევილის მამულში ხელი მოაწერეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ და ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლებმა.

 

 

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ქალაქ ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ლევილის მამული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 1927 წელს შეიძინეს. საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში ლევილში ანექსირებული საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია დაფუძნდა. 89 წლის შემდეგ კი ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი