ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლართან დაკავშირებით, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და გამყარდება.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, რაზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა“, - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას თუ რამდენად მოქმედებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ლარის გაცვლით კურსზე, რაზეც ოპონენტები საუბრობენ, ნოდარ ხადურმა ოპონენტებს მოუწოდა, ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ.
„თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებს და პროგნოზებს, რომლებიც მათ აქვთ, ეს პროგნოზები რეალისტურია და არავის დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ. მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს ისინიც, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება, ამიტომ მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეროვნულმა ბანკმა (12 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0162 პუნქტით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.3365 ლარი ღირდა. 0.0020 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.5920 ლარი გახდა. ძველი კურსით, მისი ოფიციალური ღირებულება 2.5900 ლარი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.