თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის სიახლოვეს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან Guardian.ge-ის კორესპონდენტი იტყობინება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა, ნაწვიმარზე საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურზე ავარდა. მომხდარის გამო, აღმაშენებლის ხეივანში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.