აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას, რომელმაც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩაიარა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.
აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ჩაიარა წესრიგის დაცვით, თუმცა ვწუხვართ, რომ დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებზე. მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ამ ცალკეულ შემთხვევებს და მოვუწოდებთ, რომ ჩატარდეს ყველა ინციდენტის დეტალური და დაბალანსებული გამოძიება კანონის უზენაესობის დაცვით.
ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი პროცესისა, რომელიც მოიცავს ხმის მიცემის მეორე ტურს და ჩვენ მოვუწოდებ ყველა პარტიას და მათ მხარდამჭერს არჩევნებამდე პერიოდი მშვიდად და წყნარად გაიარონ. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კითხვები პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებით, მოახდინოს რეაგირება მშვიდობიანი გზითა და საქართველოს კანონის შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესებზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაზე.
აშშ მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მის მისწრაფებებს უწყობს ხელს”, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.