მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13-10-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერლან აბდილდაევს შეხვდა.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.



"შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.



საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობას. განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი