შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა
13-10-2016, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრაში NDI-ს, IRI-ს, ეუთოსა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 


შს სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას.

 


საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მხრიდან დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ.

 


როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოლიციამ არჩევნების დღეს დამატებითი რისკის ზონები გამოავლინა, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღება გამახვილდება. გარდა ამისა, შალვა ხუციშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი