მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურზე: მინდა ვთხოვო ყველა ორგანიზაციას, ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად, მუშაობა გააძლიერონ
13-10-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის, ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე გამარჯვებაა.

 

 

ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

 

მისი თქმით, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა უნდა დაიდოს გაყალბებისა და მანიპულაციის.

 

 

„მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება. ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად. ეს არა მარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ უახლოესი მომავლისთვის იქნება ჩვენი იარაღი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს“,-წერს სააკაშვილი.

 

 

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, რის შემდეგაც პარტიამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით კენჭისყრით მიიღო.

 

 

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები უვე გაასაჯაროვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი