"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ადგილსამყოფელის შესახებ მარნეულის პოლიციაში ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც პრესკონფერენციაზე კახიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს დაკავებულების ადგილის დაზუსტება. კახიძის განცხადებით, ამ ადამიანებს უნდა გაეწიოთ იურიდიული დახმარება.
"ჩემი ინფორმაციით, დააკავეს მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატის რამდენიმე მხარდამჭერი. ისინი წაიყვანეს პოლიციაში, თუმცა მარნეულის პოლიციაში არ იციან სად არიან დაკავებულები", - აცხადებს კახიძე.
პრესკონფერენციაზე კახიძემ არჩევნების მეორე ტურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი.
„კანდიდატებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ აწარმოონ მეორე ტურისთვის კამპანია. ზოგადად, ხელისუფლებას არ აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობა და მეორე ტურში გაირკვევა საპარლამენტო კონფიგურაცია. ის რაც გააკეთეს პირველ ტურებში-მოსყიდვა და ძალადობა უბნებზე, ეს აღარ უნდა განმეორდეს, საჭიროა მშვიდად ჩატარდეს ყველაფერი“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.