"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია არჩევნების შედეგბს აფასებს და იმედოვნებს, რომ პარტია მეორე ტურში, 50-ვე ოლქში თუ არა, უმეტეს ნაწილში გაიმარჯვებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქანთარიამ განაცხადა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები საზოგადოებას საკონსტიტუციო უმრავლესობით აშინებენ, თუმცა, მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" აღნიშნულ პასუხისმგებლობას მხოლოდ სასიკეთოდ გამოიყენებს.
"ეს იქნებოდა უნაკლო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომლის გამოძიებაც უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ამას ველოდით. 50 % არ არის მარტივი გადასალახი, ჩვენ გქვონდა ამის მოლოდინი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, დამშვიდდებიან, გამოვლენ შოკური მდგომარეობიდან და გააკეთებენ სერიოზულ განცხადებებს, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა არ ჯდება არავითარ ლოგიკაში, როცა მათი ნაწილი ამბობს, რომ გაურკვევლად გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებენ. არასერიოზული ვითარებაა ამ მხრივ. რაღაცა მეორე ნაწილი ამბობს, რომ რაღაც უხილავმა ხელმა იმოქმედა. მე მგონი, დათო უსუფაშვილმა თქვა ეს. არც კოპერფილდი ჩამოგვიყვანია, არც უჩინმაჩინის ქუდიანი ხალხი და თქვენ ეს კარგად იცით. 50-ვე ოლქში თუ არა, უმეტეს ნაწილში გავიმარჯვებთ....
დამშვიდდნენ, ნუ აშინებენ მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობით. გააჩნია ვის ხელშია უმრავლესობა, ეს არ არის ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა განახორციელა დიდი ჭრა-კერვა და მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია. არც ერთ ცვლილებას ფართო შეთანხმების გარეშე არ განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მხოლოდ სიკეთეში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში გამოვიყენებთ. ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.