ნუკრი ქანთარია: სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ”ბიტლზი” დაიშალა და გადაიტანა ეს ხალხმა
13-10-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

 

 

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ”ბიტლზი” დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე, რომ ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

მანვე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი "ქართული ოცნება" შეძლებს საოკნსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ გამოიყენებს.

 


"დამშვიდდნენ, ნუ აშინებენ მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობით. გააჩნია ვის ხელშია უმრავლესობა, ეს არ არის ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა განახორციელა დიდი ჭრა-კერვა და მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია. არც ერთ ცვლილებას ფართო შეთანხმების გარეშე არ განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მხოლოდ სიკეთეში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში გამოვიყენებთ. ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ”, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი