პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ყირგიზეთის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეთანხმებებს მოეწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, დღეს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა შეთანხმებებს პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მანამდე კი ორი ქვეყნის წარმომადგენელებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის პრეზიდენტს სტუმრობისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც, პრეზიდენტის განცხადებით, აუარესებს და ართულებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.
რეგიონში საქართველოს როლი, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხები იყო.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, მზადაა პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ევროინტეგრაციის სიკეთეები და გაუზიაროს მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.