საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედის ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა.
"პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ალმაზბეკ ატამბაევს, მის მეუღლეს, ქალბატონ რაისა ატამბაევას და ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში ჩამობრძანებისათვის.
ეს გახლავთ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რომელიც ადასტურებს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაეთმო საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და საქართველოს როლს, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, “აბრეშუმის გზასა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი.
დღეს ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხებზე. მე გავაცანი ბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტები და არსებული ჰუმანიტარულ პრობლემები", - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით ჰყავს ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი.
ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისათვის. დარწმუნებული ვარ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
მადლობელი ვარ თქვენი მოწვევისათვის ყირგიზეთში.” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.