პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ნეგატივის გარდა ეს სხვას არაფერს იწვევს.
„მე მინდა, რომ ჩვენ ნელ-ნელა შევცვალოთ ფორმატი ლარის კურსთან დაკავშირებით და ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ აღარ ვაკეთოთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ნეგატივის გარდა ეს სხვას არაფერს იწვევს. ბაზარი არის ღია. ეს არის მცურავი კურსი. შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება. ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს გარკვეული გავლენა აქვს, ქუმსიშვილი ამბობს, რომ არ არის ისე, როგორც ოპონენტები ამბობენ.
„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კომენტარები ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა, ამ კომენტარის და ციფრების მიხედვით, რაც მე მაქვს ნანახი, არ არის ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.