საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„პატივცემულო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება საქართველოს პრეზიდენტისადმი მოწვევისათვის.
მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემი და ჩემი დელეგაციის გულწრფელი მიღებისათვის და მოგილოცოთ მცხეთობის დღესასწაული, გისურვოთ მშვიდობა და წარმატება.
ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია ყირგიზეთისათვის, რომელიც თავის მხრივ უკვე 25 წელია აშენებს თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ყირგიზეთმა ორჯერ გაიარა სერიოზული გამოცდა, დროის გამოცდა და ამ რყევებმა გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ უკვე საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში.
ჩვენ მზად ვართ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საპარლამენტო სისტემა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება დეკემბერში.
დღეს ჩვენი დღის წესრიგი მოიცავდა ყველაზე მრავალფეროვან საკითხებს და განვიხილავდით ძალზედ გულწრფელად და მეგობრულ ატმოსფეროში.
გუშინ ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ბატონ მარგველაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. დღევანდელი ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ შეხვედრის დროს, დღეს და გუშინ ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, აგრეთვე ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ასევე, სხვა სფეროებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მე ვფიქრობ, რომ ყირგიზეთმა ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს საქართველოსგან, ბევრი მიმართულებით და მე აქ მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, რადგან თქვენი სახელმწიფო ორგანოები საჯარო რეესტრი, საბაჟო სამსახურები დღემდე უკვე ბევრ რამეს სწავლობენ და ისწავლეს საქართველოსგან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენგან გამოცდილების გაზიარებას.
ცალკე ვისუაბრეთ ჰუმანიტარულ, კულტურულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს უკვე რაღაც გეგმები მომავლისათვის. წელს მაგალითად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა მეორე მსოფლიო მომთაბარეთა ასპარეზობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივები და ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება საწინდარი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა.
კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო გიორგი გულთბილი მიღებისათვის და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მოგიწვიოთ ყირგიზეთში.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულწრფელად თქვენ და ქართველ ხალხს გულთბილი მიღებისათვის და სტუმართმოყვარეობისათვის“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.