თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ასურეთში 2 ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 9 აპრილის ქუჩაზე 1,2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე 2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის, სანიაღვრეების, რკინა ბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები ტარდება.
შვაბების ქუჩის 1.1-კილომეტრიან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ქვაფენილიანი საფარის, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო სისტემების, ქუჩის განათებისა და ღობეების მოწყობა.
სოფელში, ასევე, იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია ავთენტურობის შენარჩუნებით.
პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მოინახულა.
"ასურეთი ისტორიული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სოფელში მრავლადაა გერმანელი მოსახლეობის მიერ აშენებული სრულიად განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურის საცხოვრებელი სახლები.
პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, ასურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი სოფელი გახდება, რაც აღნიშნული სოფლით გერმანელი ტურისტების დაინტერესებას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.