საქართველოს ეროვნული ბანკის ქართული დომენები უკვე ხელმისაწვდომია. დღეიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა - www.nbg.ge და ფულის მუზეუმის ინტერნეტ გვერდზე - www.moneymuseum.ge შესვლა ვიზიტორებს ქართული დომენების გამოყენებით შეეძლებათ.
http://სებ.გე
http://საქართველოსეროვნულიბანკი.გე
http://ფულისმუზეუმი.გე
ინფორმაციისთვის, სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN) გადაწყვეტილებით, 2014 წლის 24 ოქტომბრიდან საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება, ინტერნეტ მისამართები მხედრული ანბანითა და „.გე“ დაბოლოებით დაწეროს. ქართული დომენის გამოყენებით ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.