ზურაბ ჭიაბერაშვილი: ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდოთ
13-10-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება, გარდა მავნებლური პოლიტიკისა, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

 

 

მისივე განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერ მინისტრის,  ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ გატარებულმა მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია.

 

 

„8 ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას და ამისათვის რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 160 მლნ. ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობას არ შველის. პირიქით, გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს. ამ დღეებში ლარის გაუფასურება, მავნებლური პოლიტიკის გარდა, არის ქართული ეკონომიკის რეაქცია იმ არანორმალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია: ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი.

 

 

„მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, კონფორტსა და ფუფუნებას, რომ მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შეამსუბუქოს დაწოლა ლარზე. „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე. მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი. თუმცა ამით იგი მხოლოდ პრობლემის გადავადებას ახდენს და შემდგომ, თუ ბიუჯეტის სეკვესტრი არ განხორციელდა და დეფიციტური ხარჯვა არ შეჩერდა, ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდოთ“,- განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

ეროვნულმა ბანკმა (12 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0162 პუნქტით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.3365 ლარი ღირდა. 0.0020 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.5920 ლარი გახდა. ძველი კურსით, მისი ოფიციალური ღირებულება 2.5900 ლარი იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი