"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული კრიზისია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები, დღეს კი უწევს მათთვის ახსნა, თუ რატომ ქმნიდა არასწორ მოლოდინებს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორ მოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს. ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პარტია არის სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე, რაც პრინციპში არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.