კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, მომავალი წლიდან, ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშო ბაგა-ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ჩადო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 2 583 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი შენობა 300 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება.
თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
„სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი არ იყო. შესაბამისად, ეს პრობლემა ბევრ ოჯახს ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, დასახლებაში სხვა საკითხებზეც ვმუშაობდით. ეტაპობრივად ყველა მიცემული დაპირება შევასრულეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელსაც ვასრულებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.