"ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი. ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს. იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს," ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს დეპარტამენტი ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება. ორ წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენს მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება, და იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეთხოვებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს, რაც გვაწუხებს ჩვენ ყველას ერთად. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე, ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება.
ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი. ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს. იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის.
მე მინდა შევახსენო ყველას რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 000 ადამიანი, 300 000 საქართველოს მოქალაქე, ოთხნახევარ მილიონიან ქვეყანაში ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ამ ადამიანების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ შესწავლილია ათასობით საქმე და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას დრო სჭირდება, ხელისუფლება კი ხელოვნურად პროცესებს ვერ დააჩქარებს.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დანაშაულობების დამგეგმავნი და განმხორციელებელნი უნდა დაისაჯონ და ეს ყველა ხელისუფლებისთვის მაგალითად უნდა იქცეს. „საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის,“ თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.