მამუკა კაციტაძე: შესაძლოა, პარტნიორთა წრე გაიზარდოს
13-10-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ოფისში ბლოკში შემავალი პარტიები შეხვედრას მართავენ.

 

 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბლოკში შემავალი პოლიტიკური ძალების ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრა შეეხება ბლოკის სამომავლო გეგმებს, ასევე პარტიების შეხედულებებს ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.

 

 

როგორც პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა,  თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალებთან, თუმცა მანამდე იქნება მსჯელობა, თუ რა ფორმით გააგრძელებენ თანამშრომლობას ბლოკში შემავალი პარტიები სამომავლოდ.

 

 

„ბლოკი სამართლებრივად არის საარჩევნო თემა, მაგრამ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, ამიტომ გვექნება მსჯელობა რა ფორმით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. პროდასავლურ ფლანგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მისი ჩამოყალიბება, თუ ვის მოვიაზრებთ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეხვედრა დასრულდება და გადავწყვეტთ, თუ რამდენი პოლიტიკური ძალა რჩება ბლოკში“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით კი შესაძლოა, პარტნიორთა წრე გაიზარდოს.

 

 

„მსჯელობა გვექნება მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ ხარისხში უნდა გადავიდეს. ასევე შესაძლოა პარტნიორთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს, იმიტომ, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ცალ-ცალკე პარტიები რეალურ შედეგს ვერ დააყენებენ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი