ზურაბ აბაშიძე პრემიერისგან პოსტის შეთავაზებაზე: არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს არის ის, რომ არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასოდეს
13-10-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრები პრემიერ მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, უარყოფს.

 

 

მისი თქმით, შეხვედრა და შეთავაზებები არ ყოფილა, თუმცა, აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

 

 

"არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს არის ის, რომ არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასოდეს, - აცხადებს აბაშიძე.

 


როგორც აბაშიძემ განმარტა, ირაკლი ალასანიამ და ზოგადად გუნდმა გადაწყვეტილება ერთად მიიღეს და ეს გადაწყვეტილება პირველი ალასანიამ, ხოლო შემდეგ პარტიის ყველა ყოფილმა წევრმა გააჟღერა.

 

 

„არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა "ფეისბუქზე" და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი