დავით ნარმანია: სააკაძის მოედანზე შუქნიშნები რომ გამოვრთოთ, მძიმე მდგომარეობა გვექნება
13-10-2016, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა მოძრაობა გარკვეულწილად მოაწესრიგა, თუმცა, არის ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც პიკის საათების დროს მოძრაობა ინტენსიურია და ამის გამო ფერხდება.

 

 

მისივე თქმით, თბილისის მერია სააკაძის მოედანზე შუქნიშნების გამორთვას არ აპირებს.

 

 

დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაძის მოედანზე განლაგებულ შუქნიშნებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ და მათ გარკვეული კორექტირება მოახდინეს. კერძოდ, შუქნიშნების დრო განსხვავებულად განისაზღვრა მას შემდეგ, რაც ქალაქი ავტომობილებით დაიტვირთა.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ავარიები არ ხდება, იქ ყოველდღიურად ავარიები ხდებოდა და ამ თვალსაზრისით ძალიან მოწესრიგდა მდგომარეობა. იქ არც ერთი ავარია ბოლო ორი თვის განმავლობაში არ მომხდარა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოძრაობა გარკვეულწილად ფერხდება მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც ისედაც ძალიან დიდი ოდენობით გადაადგილდება ავტომობილები თბილისში. ასე რომ, ეს არ არის შუქნიშნის ბრალი. პირიქით, შუქნიშნებმა მოძრაობა მოაწესრიგა. თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთში, როდესაც მოძრაობა ინტენსიურია, არის გარკვეული შეფერხებები გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ იქ რომ ჩვენ შუქნიშნები გამოვრთოთ, მძიმე მდგომარეობა გვექნება. გვექნება ისევ ავარიები და მოუწესრიგებელი მოძრაობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი