პაატა ბურჭულაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას - ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის
13-10-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე  - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ბლოკში შემავალი სუბიექტები არჩევნების პერიოდამდე ბლოკის სტატუსით ბრძოლას, ხოლო არჩევნების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ.

 

 

ბურჭულაძის თქმით, პარტია მზად არის ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლოს.

 

 

„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის. ერთ თვეს ვიღებთ ვადას რეორგანიზაციისთვის პარტიებში და შემდეგ უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ამ ეტაპზე პარტიებს სჭირდებათ შიდაპარტიული რეორგანიზაციისთვის დრო, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა საჯარო გახდება.

 

 

"არჩევნები არ დასრულებულა და ბლოკი არჩევნების დასრულებამდე დარჩება. მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გახსნილები ვართ სხვა პროდასავლური ძალებისთვის. გვჭირდება დრო შიდაპარტიული რეორგანიზაციისთვის, რის შემდეგაც საბოლოო სამოქმედო გეგმას გავასაჯაროებთ. ამ დრომდე სხვა პოლიტიკურ ძალებთან არ გვქონია თანამშრომლობაზე საუბარი და შეგვიძლია ამის შემდეგ გავმართოთ დისკუსიები", - განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი