დავით უსუფაშვილი: ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ამომრჩევლის ნაწილმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა
13-10-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომრის, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დატოვება ერთი-ერთზე პარლამენტში არ შეიძლება.

 

 

ამის შესახებ უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი განმარტებით, როგორც კი, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ოპონირების რეჟიმში რაიმე საკითხი დაისმება, შესაძლოა დადგეს დიდი ალბათობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად გამოცხადების შიშით, საერთოდ არავის არ დაუჭიროს მხარი.

 

 

„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაც მოინდომა, ის გააკეთა და მეორე ტურში რატომ ვეღარ გააკეთებს იმას, რაც უნდა?! თუ საჭირო გახდება და მეტ რესურსს დახარჯავენ ფინანსურსაც და ადამიანურსაც. და აქ ჩნდება დილემა. ერთის მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა - ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ, აბა რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ დავუშვათ, აბა „ნაციონალებს“ უნდა მივცეთ ხმა?! ეს ხომ არ უნდა ჩავიდინოთ! მე ზუსტად ამ დილემაზე მივანიშნებდი, როდესაც ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება ამ ორი ძალის, „ნაციონალების“ და „ოცნების“, დატოვება ერთი-ერთზე პარლამენტში. იმიტომ რომ, ეს დილემა დიდი და მცირე მაშტაბებით ჩვენ წინ გვექნება მთელი ოთხი წლის განმავლობაში. რადგან, როგორც კი, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ოპონირების რეჟიმში რაიმე საკითხი დაისმება და შესაძლოა ბევრმა გაიზიაროს კიდეც ეს საკითხი, მაგრამ დადგეს დიდი ალბათობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად გამოცხადების შიშით, საერთოდ არავის არ დაუჭიროს მხარი. ეს დილემები კი შექმნა სწორედ იმ მოვლენებმა, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობდით კოალიციის შიგნითაც და კოალიციიდან გამოსვლის შემდეგაც ამას ვამბობდით“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო მათი სათქმელი, ვიდრე „რესპუბლიკურ პარტიას“ მისცა ხმა.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენი სათქმელი, ვიდრე მოგვცა ხმა. იმიტომ რომ, იმათ ვინც გაიგეს ის ხიფათები, რაზეც ჩვენ მივანიშნებდით, მათ წინ დაუდეს გაცილებით მაღალი რანგის ხიფათი - მიშა მოდის გვირაბით, კატერით, თუ თვითმფრინავით. ეს ყველაფერი კი დაგეგმა იმ ტიპის ძალამ, რომელსაც ქონდა ძალაუფლება, ფინანსური რესურსი, მედიაზე სერიოზული გავლენა და მთელი ამ კონგლომერატით ამას დაემატა კიდევ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავის მხრივ სიამოვნებით შეასრულა ეს როლი, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის მობილიზებასაც შეუწყო ხელი, თუმცა გაცილებით მეტი იყო ოცნების ამომრჩევლის მობილიზება. და დღეს, დადგა ეტაპი, როდესაც ამომრჩეველს ჩემგან, ან ჩვენგან აინტერესებს რა ჯობია იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. პოლიტიკოსის და ზოგადად პოლიტიკური პარტიის ვალია, რომ ასეთ ვითარებაში პოზიცია ქონდეს, და ამომრჩეველს მოუწოდოს. ნიშნისმოგებით ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ არჩევნების წინ, პრაქტიკულად ყოველ დღე მე ამომრჩეველს ვაფრთხილებდი, ნუ მივცემთ მონოპოლიას ნურც „ოცნებას“ და ნურც „ნაციონალურ მოძრაობას“. ნუ იზამთ ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია აღმოჩნდეს ერთმანეთის პირისპირ პარლამენტში, თორემ რაღაც უბედურებაში ვყოფთ თავს... ახლა კი ვართ ამ უბედურების ერთ ფაზაში. არადა ამისთვის, ერთადერთი რაც იყო საჭირო, არჩევანის გაკეთება სხვა მიმართულებებით. მაგრამ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა ცოტა არ იყოს და გათავისუფლების ტვირთთან ვერგამკლავებულმა ამომრჩევლის ნაწილმა, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა კიდეც, ვინმე მაინც იქნებათქო",-განაცხადა მან

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი