ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქი, ტახტზე 70–წლიანი ყოფნის შემდეგ, გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მეფის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
88 წლის მეფე, ფართოდ იყო დაფასებული ტაილანდში. მას სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ მღელვარებას, მათ შორის რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი.
ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო, რის გამოც საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდა.
იგი ტახტზე 1946 წელს ავიდა, მისი ძმის, ამ დრომდე დაუდგენელი მკვლელობის შემდეგ.
ტახტის მემკვიდრე, პრინცი მაჰა ვაჯირალონგკორნი ახალი მონარქი იქნება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ტელევიზიით მიმართვისას მან თქვა, რომ ტაილანდში ერთწლიანი გლოვის პერიოდს აცხადებს და ერთი თვის განმავლობაში ყველა გართობითი ხასიათის ღონისძიება უნდა "შერბილდეს".
"იგი ახლა სამოთხეშია და ტაილანდის მოქალაქეებზე იქიდან ზრუნავს", – თქვა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გარდაცვლილ მონარქზე.
ტაილანდი 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამხედროების მმართველობის ქვეშ რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.